საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
რა გახდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ის 2005 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში, თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა.
































































