საქართველოს პატრიარქმა ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიენიჭა.
“განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი”,_ ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.