სახელმწიფო განაგრძობს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას მათი ევაკუაციის, სამშობლოში გამომგზავრების და მათთვის პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
“ამ დროისთვის დახმარება გაეწია საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს, როგორც პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტირებით და დროებითი საცხოვრებლით. მათ შორის გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში ორგანიზებულად გამოემგზავრა საქართველოს 100 მოქალაქე. სისტემატურად ხორციელდება სპეციალური რეისები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, ისევე როგორც ხდება მათი ორგანიზებული გადაყვანა ოდესიდან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში”,_ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.