საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
“დიდი მარხვის პირველი კვირა დღე მართლმადიდებლობის ზეიმის (ხატთაყვანისცემის) და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდრის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის უძველესი დროიდან ცნობისა და აღიარების დღეცაა.
ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით და ქართველ მეცნიერთა თანადგომით 1990 წელს მოხდა”,_ წერია განცხადებაში.































































