დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, ამ წუთებში, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციები მიმდინარეობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, სანდრო გულუას ინფორმაციით, ფონიჭალაში რამდენიმე პირი დააკავეს.
“ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე – გორში, ქუთაისში, დედაქალაქში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა/შენახვა/გასაღების ფაქტებს.
კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, ფონიჭალაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. კონკრეტულ დეტალებს, თუ ვინ არის დაკავებული და ა.შ. მოგახსენებთ მოგვიანებით,” – აცხადებს შსს-ს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი სანდრო გულუა.