დღეს, 24 დეკემბერს თბილისში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2022-ის გამარჯვებულები გამოავლინა.
ქარტიის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა და გამარჯვებულები არიან:
სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში – ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება; სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში – ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი; ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში – მარიან ნიკურაძე, OC media; ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში – ევა ართმელაძე, ბათუმელები; დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში – თეონა ცხომელიძე; ხალხის რჩეული – საუკეთესო ნამუშევარი რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე – ბათუმელები, ეკა ქადაგიშვილი/ანანო ბაკურაძე (Movement); ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება – ნინო ბიძინაშვილი, ნეტგაზეთი.
პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის USAID პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაიცა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ. გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ. გამარჯვებულები შეარჩია დამოუკიდებელმა ჟიურიმ.
,,ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”- ხაზგასმით აღინიშნა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.
ავტორი