გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 4 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება.
“4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი”,_ ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.