12 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ დილიდან გაწვიმდება, თუმცა საშუალო ზომის წვიმაა მოსალოდნელი და არა ძლიერი ნალექი. რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას დღეს +20, +25 გრადუსი ფიქსირდება, ხოლო ხვალ 1 – 2 გრადუსით დაიკლებს და +23 გრადუსი დაფიქსირდება.
8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +26 გრადუსამდე. ამ საღამოს შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.
აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, კახეთსა და თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით გაძლიერდება ქარი. ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას ვინარჩუნებთ +26, +27 გრადუსს.
9 ოქტომბერს მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, გაწვიმდება, მაღალ მთაში გათოვდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც შესუსტდება 10 ოქტომბერს”,_ გვითხრა გვაზავამ.