საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, პეტერ ფიშერი შეცვლის, ამის შესახებ პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდივართ, სადაც მექნება პატივი, ვიმსახურო გერმანიის ელჩად საქართველოში“, – წერს ფიშერი.
ცნობისთვის, 2018 წლიდან დიპლომატი ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო.