11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2635 ადამიანი, 48 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულ საქართველოში კორონავირუსის 461 198 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 409 110 ადამიანი, გარდაცვლილია 6 230.