გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ საქართველოში ამ საღამოს და ღამის საათებშიც ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
„ჯერ-ჯერობით საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა ისევ მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მათ შორის აჭარის და გურიის ტერიტორიაზე. ძლიერ წვიმას ამ საღამოს, ღამის საათების განმავლობაში, ველოდებით სამცხე-ჯავახეთის და კახეთის ზოგიერთ რაიონშიც. მაღალ მთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი. მკვეთრად იკლებს ტემპერატურა.
ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შეწყდება ნალექი. 25 სექტემბერს ღამით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით კი შეიძლება კვლავ დაიწყოს წვიმა, თუმცა ისეთი სიძლიერის აღარ“,_ გვითხრა გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
[sexy_author_bio]