სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ მესხი ამბობს, რომ საქართველოში კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა. ამ თემაზე მან “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.
მესხი ამბობს, რომ საქართველოში ორი სახეობის კალია გვხვდება.
“სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს კალიისებრი მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ბოლო წლებში, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მავნებლის გავრცელების არეალი გაფართოვდა და ამჟამად ეს მავნებელი გვხვდება კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში და თბილისის შემოგარენში. ორ სახეობაზეა საუბარი, ესაა იტალიური და მაროკოული კალია”, – ამბობს ნიკოლოზ მესხი.
მისი თქმით, 150 000 ჰექტარზე განხორციელდა მონიტორინგი და მიმდინარე წელს 93 000 ჰექტარია დამუშავებული.
მესხი ამბობს, რომ კალიები საზამთროს, ზეთისხილს, ნუშს და სხვა მწვანე საფარს ანადგურებენ.