საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეჩერებულია. ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge მოქალაქეებს ამ დროისთვის მხოლოდ სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია.
ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. უცნობია, ვაქცინის რამდენი დოზა დარჩა აუთვისებელი.
ჯერჯერობით უცნობია ასევე როდის მოხდება Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზების შემოტანა ქვეყანაში.