საქართველოში პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკიევიჩი, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა მესამე პრეზიდენტი მოინახულეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ის უწყებაში დღეს მივა.
შეგახსენებთ, 12 ივლისს საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც “ვივა მედში” რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.
14 ივლისს კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს.” კერძოდ, როგორც პენიტენციური ამბობს, სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.