საქართველოში საბანკო სესხები გაძვირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ივლისში საპროცენტო განაკვეთებმა სესხებზე საშუალოდ 13.5% შეადგინა, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 12.9%-ს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 14.57%-დან 15.73%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.31%-დან 9.8%-მდე.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, მცირედით მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი გაიაფდა.

- იპოთეკურ სესხები – 13,12% (2024 წელს – 11,57%)
- ავტოსესხი – 24,19% (2024 წელს – 21,44%)
- ლომბარდული სესხი – 19,89% (2024 წელს – 19,6%)
- სამომხმარებლო სესხი – 17,69% (2024 წელი – 17,31%)
- სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 14,87% (2024 წელს – 13,42%)
- სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 18,42% (2024 წელს – 18,53%)
- წყარო