საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის II კვარტლის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა და 22.1% გახდა.
2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე 21.9%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმუშევარ ადამიანთა რიცხვი კიდევ 0.2 პროცენტით გაიზარდა და ჯამში დაახლოებით 344 600 ადამიანი მოიცვა.
შედარებისთვის, 2020 წლის იგივე პერიოდში, საქსტატის კვლევით, უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით 281 900 იყო. 2021 წლის II კვარტლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 3.4%-ით გაიზარდა.
[sexy_author_bio]