გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართვცელოში ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
“1 აგვისტოს, დღის ბოლოდან, 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, _ აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.