ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები მატულობს. გასულ 24 საათში ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ვითარება საყურადღებოა.
“საყურადღებო დღეები გვიდგას!!!
კოვიდ-ინფიცირების დღიური დადებითი შემთხვევების რაოდენობა ჩვენს მუნიციპალიტეტსა და რეგიონში უკვე ასეულსა და რამდენიმე ათეულს გადაცდა,
მკვეთრად მოიმატა სიმპტომიანი პაციენტების მომართვიანობამ და შესაბამისად–ტესტირების რაოდენობებმა, პაციენტები აღნიშნავენ, როგორც დელტა, ასევე ომიკრონისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს, ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევები ბავშვთა დაწესებულებებში, მოიმატა დადასტურებებმა მცირე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში, დაგვიფიქსირდა რეინფიცირების ფაქტები, წინა ინფიცირებიდან სამ თვემდე ახლო ასაკში.
ონლაინ -კლინიკებს უჭირთ ინფიცირებულთა დიდი ნაკადების მართვა,
რისკ-ჯგუფები იმყოფებიან სხვადასხვა კლინიკური გართულებების საფრთხის ქვეშ.
-მანამ, სანამ:
გვექნება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სარწმუნო ინფორმაცია ცირკულირებადი (ან მოსალოდნელი )შტამის თვისებების შესახებ,
სანამ შემუშავდება და ხელმისაწვდომი გახდება ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი სპეციფიური მკურნალობისათვის, მეცნიერების დახმარებით გვაქვს პანდემიის დასაწყისშივე შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები, რომლებიც რეალურად გვიცავს ინფიცირების რისკისაგან, COVID-19-ის საწინააღმდეგო ავტორიზაცია -გავლილი ვაქცინები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლის დაცვა.
ხელმისაწვდომი ბუსტერ- დოზირების შესაძლებლობა, ისევ განვმეორდები და გთხოვთ:
გაითვალისწინეთ მედიკოსებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები, გააკეთეთ არჩევანი და დაიცავით საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლე!”_ ამბობს სიმონიშვილი.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 13132 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 11949 პაციენტი, გარდაცვლილია 92.
ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში 106 პაციენტი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 149, ბინაზე კი 764.