რამდენიმე დღის წინ გამოცემამ “New Musical Express” ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა ის კომპოზიციები, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში გამართულ ქორწილებზე ყველაზე ხშირად უსმენენ.
ამ ორიგინალური ჰიტ–აღლუმის სათავეში ჯგუფი “Black Eyed Peas”-ის კომპოზიცია “I Gotta Feeling” მოექცა. საპატიო მეორე ადგილი “Kings Of Leon”-ის სიმღერას “Sex On Fire” ერგო.
იმედია დადგება დრო და რომელიმე გამოცემა ქართულ ქორწილებში ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიციების ჩამონათვალს შემოგვთავაზებს, დიდ ბრიტანეთში კი განსაკუთრებული პოპულარობით ქვემოთ მოყვანილი ათი სიმღერა სარგებლობს.
1. Black Eyed Peas – “I Gotta Feeling”
2. Kings Of Leon – “Sex On Fire”
3. The Killers – “Mr Brightside”
4. Stevie Wonder – “Superstition”
5. ABBA – “Dancing Queen”
6. Journey – “Don’t Stop Believin”
7. Beyonce – ”Single Ladies (Put A Ring On It)”
8. Billy Idol – “White Wedding”
9. OutKast – “Hey Ya!”
10. Adele – “Make Tou Feel My Love”