30 აპრილს, ოზურგეთის სარაგბო კლუბი „არწივები“ პირველად, კლუბის დაარსების ისტორიაში შვიდქალა რაგბის ტურნირს მასპინძლობდა, რომელიც დაღუპული რაგბისტების ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში მონაწილეობდნენ რუსთავის, თბილისის ორი გუნდი, ხაშურის, ზუგდიდის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის ორი გოგონათა გუნდები.
კლუბ “არწივების“ ხელმძღვანელის თენგიზ კალანდაძის თქმით, მატჩები მეტად სახალისო და საინტერესო გამოდგა, ქომაგები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, აღნიშნული ტურნირის ჩატარებით. „ტურნირს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი დაწესებული პრიზები გადასცენ გამარჯვებულებს. ფასიანი საჩუქრები დაწესებული იქნა, ასევე, საქართველოს რაგბის კავშირის რეგიონული განვითარების ხელმძღვანელის ბატონი გაიოზ მონიავას, რაგბის ტელევიზიის, ჩვენი გუნდის ქომაგების გიორგი ჯუღელის, ოლეგი გობრონიძის, გია ვასილევის, დათო მარტიკოვის, გელა შაფაქიძის, გოჩა კვანტალიანის, ამირან ჩხაიძის, ზვიად უნგიაძის, კახა გაგუას, კახა კეკელიძის მიერ “, _ თქვა კალანდაძემ.
საინტერესო ტურნირის დამთავრების შემდეგ „არწივები“ თელავის „ჭადარს“ მასპინძლობდნენ. შეხვედრა ჩვენებურთა გამარჯვებით დასრულდა _ ანგარიშით 39-7 (ორი ლელო და ორი გარდასახვა).
კლუბის ხელმძღვანელობა ყველა მოთამაშის თამაშით კმაყოფილია.
ოზურგეთის „არწივები“ გათამაშების ფინალშია, რომელიც 6-7 მაისს კიკეთის „იუნკერებთან“ გაიმართება.
ორი მატჩის შედეგით გამოვლენილი გამარჯვებული პირველ ლიგაში კი დაიმკვიდრებს ადგილს.