ჟიტომირის ოლქში, ოვრუჩში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა 30 კერძო სალხს მოხვდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ფეისბუქზე გაავრცელა, იუწყება Ukrinform.
„სარაკეტო დარტყმა მოხვდა 30 კერძო სახლს საცხოვრებელ უბანში. სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი სახლი მთლიანად განადგურდა”,_ ნათქვამია განცხადებაში.
მსხვერპლის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.