კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, მათგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს,_ ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ Telegram-ის საშუალებით განაცხადა, იტყობინება Ukrinform.
“ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია კიევს – ამჯერად თვითმფრინავების, ბალისტიკური რაკეტების და საკრუიზო რაკეტების გამოყენებით. მტრის ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაფიქსირდა ზიანი კიევის დარნიცკის, ობოლონსკის და სოლომიანსკის რაიონებში”, – თქვა ტკაჩენკომ.