“ქართული ოცნების“ ოფისის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.
იგი მმართველი პარტიის ოფისში შესვლას და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის დახმარების თხოვნას აპირებდა, თუმცა, როგორც სარალიძემ განაცხადა, ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
,,ყველა მხრიდან დამიკეტეს გზა, არ შემიძლია შევიდე? იქნება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ, არ მაქვს შესვლის და თხოვნის უფლება რომ დამეხმარონ?“, -განაცხადა სარალიძემ.
შვილმოკლულმა მამამ ამ განცხადების შემდეგ ,,ქართული ოცნების“ ოფისი დატოვა.