წალკაში სარკინიგზო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქად დაშავდა 3 პირი. არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სატვირთო მატარებელი ლიანდაგის რელსებიდან გადავიდა.
გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.