კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ, კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტ პაველს 60-დღიანი
შინაპატიმრობა შეუფარდა.
მიტროპოლიტი ეჭვმიტანილია რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებაში, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში და უარყოფაში უკრაინის წინააღმდეგ.
ის სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ შემდეგ სასამართლო იძულებით გადაადგილებაზე დათანხმდა. დაცვის მხარე კი მსგავს გადაწყვეტილებას ზეწოლის მცდელობად მიიჩნევს.