თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი მინდაძის პროცესი უნდა დაიწყოს, მანდატურებსა და პროცესზე დამსწრეთა მსურველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პროცესი მე-15 დარბაზში ტარდება, რომელიც მცირეა და ყველა მსურველი შესვლას ვერ ახერხებს. მოქალაქეები პროცესზე შესვლას მოითხოვდნენ, რასაც მანდატურებთან დაპირისპირება მოჰყვა. მანდატურებმა მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
დარბაზთან მისასვლელი გადაკეტილი აქვთ და მანდატურები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავენ.
წყარო: publika





























































