სასამართლო შენობასთან კაცმა თავი დაიწვა. შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. შემთხვევის დროს სასამართლო შენობაში დონალდ ტრამპის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
37 წლის მაქს აზარელო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ფლორიდადან ნიუ-იორკში პროტესტის გამოსახატად ისე გაემგზავრა, რომ მისმა ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.