სასამართლო პროცესი მოსამართლეების _ ნინო ბაქაქურის, ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით,როლანდ ბლადაძის საქმეზე დახურულ კარს მიღმა გრძელდება. მხარეებს შორის მორიგება ვერ შედგა, რადგან ფართები, რომელიც ბლადაძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესთავაზა დაზარალებულისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
ამის შემდეგ მოსამართლეებმა გამოიყენეს 218 მუხლით მინიჭებული უფლება და სხდომაზე დამსწრე აუდიტორიას სასამართლო დარბაზის დატოვება სთხოვეს. სხდომის დარბაზი, ასევე, დატოვა ბლადაძის წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა.
სხდომა დახურულ კარს მიღმა გრძელდება, მოსამართლეები მხარეებს ესაუბრებიან, ისინი თვლიან, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბლადაძეს ალტერნატიული ფართს სთავაზობს მაშინდელი საბაზრო ღირებულებით, ხოლო ბლადაძე მოითხოვს ანაზღაურება არსებული ღირებულებით მოხდეს.