რამდენიმე წუთის წინ, სასამართლო დარბაზში, პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატი ნოდარ ილურიძე გადაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გაავრცელა:
“ეხლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში.
ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი”, _ წერს ასათიანი.
ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ადვოკატის გარდაცვალების მიზეზი. “გურია ნიუსი” დეტალების დადგენას ამ წუთებში ცდილობს.