რუს ბლოგერს, რუსლან სოკოლოვს, სასამართლომ 3 წელიწად ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბლოგერი, სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ეკლესიაში POCKEMON GO-ს თამაშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო რელიგიის მორწუნეების შეურაცხყოფასა და სიძულვილის გაღვივებაში, გარდა ამისა, სოკოლოვსკი ასევე დაადანაშაულეს სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით უკანონო ვაჭრობაში, მას შემდეგ, რაც მისი სახლის ჩხრეკის დროს ვიდეო კამერა აღმოაჩინეს.
გავრცელებული ცნობით, 22 წლის ბლოგერი სასამართლო პროცესზე ბრალდებას უარყოფდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბლოგერმა 2016 წელს წმინდა ნიკოლოზის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტაძარში გადაიღო ვიდეო, თუ როგორ თამაშობდა პოკემონს ტაძარში, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ტაძარში მსგავსი ქმედება აკრძალულია.
აღნიშნული ვიდეო მან აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც წამებში ბევრმა ადამიანმა ნახა.