ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ქალაქო ოზურგეთის მუინიციპალიტეტის ააიპ მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების სამოქალაქო საქმის განხილვა დამთავრდა.
მუზეუმის თანამშრომლები ქეთევან ჭეიშვილი, მარიამ მიმინოშვილი და მაია თოხაძე განაცდური ხელფასის ანაზღაურებას და თავიანთ პოზიციებზე დაბრუნებას მოითხოვდნენ.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ სამი მოსარჩელიდან მხოლოდ ერთის – ქეთევან ჭეიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მუზეუმის დირექტორს, გოგა ტრაპაიძეს დააკისრა გაცდენილი სამი თვის ხელფასის ანაზღაურება, სამსახურში ჭეიშვილის აღდგენა, ასევე, სარჩელის ბაჟის 100 ლარის გადახდა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ თანამშრომელს, მარიამ მიმინოშვილსა და მაია თოხაძეს, როგორც მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, რადგან მათი შტატები – ექსკურსიამძღოლის და დარბაზების მცველის, გაუქმებულია, მათ სამსახურში აღდგენაზე უარი ეთქვათ.
გარდა ამისა, მარიამ მიმინოშვილისა და მაია თოხაძის სარჩელში აღნიშნულთან დაკავშიებით, რომ ოზურგეთის მერის მხრიდან მათ მიმართ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი, ამ საკითხზე სასამართლომ განხილვაზე უარი განაცხადა.
ამავე თემაზე:
გაათავისუფლეს თუ არა უკანონოდ მუზეუმის თანამშრომლები