ლანჩხუთში სასაფლაობის გაძარცვის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა _ ამჯერად სოფელ ლესაშია საფლავები გაძარცვული.
ადგილობრივთა ინფორმაციით, დაახლოებით, ტონამდე სხვადასხვა სახის ლითონია საფლავებიდან წაღებული. მათივე თქმით, ათამდე საფლავია გაძარცვული და დაზიანებული.
,,ჩემი სოფლის სასაფლაოზე ათამდე საფლავი გაძარცვეს რამდენიმე დღის წინ (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ასევე, გაძარცვულია ბებიაჩემის საფლავი (ალუმინის ღობე), რომელიც ყველასთვის საყვარელი ისტორიის მასწავლებელი იყო. მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ, თუმცა, ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანი, რომელიც პურს ვერ ყიდულობს, ათამდე საფლავს ძარცვავდეს. შესაბამისად, ვინც ჩაიდინა (სავარაუდოდ, ჯგუფმა) ორგანიზებულად მოქმედებდა. სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ ეს სულმდაბალი, უღირსი ადამიანები შესაბამის სასჯელს მიიღებენ”, _ წერს ფეისბუქზე მიხეილ სარჯველაძე.
წაღებულია საფლავების ღობეები, ალუმინის და სხვა მეტალის კონსტრუქციები, დამტვრეული და გაძარცვულია მთლიანად სასაფლაო.
შსს-ს კომენტარს ლანჩხუთში საფლავების ძარცვის შესახებ “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]