რუსთავში სასაფლაო გაქურდეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ქალაქის მუნიციპალურ სასაფლაოზე, ერთერმა ჭირისუფალმა აღმოაჩინა რომ საფლავიდან მეტალის ნაკეთობები იყო მოპარული. მამაკაცმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა 60 წლამდე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.