წიწაკა ჩილი შეიცავს ალკალოიდ კაპსაიცინს, რაც მას ძალიან ცხარე გემოს სძენს. კვლევამ დაამტკიცა, რომ კაპსაიცინი კლავს ფილტვებში, კუჭქვეშა და პროსტატას ჯირკვლებში წარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს, ამასთან არ აყენებს ზიანს ჯანმრთელ ორგანოებს.
ის, რომ ცხარე სანელებლები წვავენ ცხიმებს დიდიხნის დამტკიცებული ფაქტია. ზომიერად ცხარე სანელებლები აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და ასტიმულირებენ მეტაბოლიზმს, რაც თავის მხრივ ორგანიზმს აიძულებს ენერგია ეფექტურად და უფრო სწრაფად დაწვას. გარდა ამისა კერძზე ჩილის დამატება აქვეითებს შიმშილის გრძნობას.
ინდური კარი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო კერძია – სხვადასხვა წიწაკის, სანელებლების, ჩილისა და კურკუმას კომბინაცია დადებითად აისახება სისხლის მიმოქცევაზე და ეხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, აფერხებს თრომბის წარმოქმნას და აძლიერებს სისხლძარღვებს.
ცხარე სანელებლები გაგანთავისუფლებთ გაციებისა და სურდოგან, ასევე შეგიმსუბუქებთ გაღიზიანებულ ბრონქებს, დაგეხმარებათ ასთმის დროს. მეცნიერები ადასტურებენ, რომ ზომიერად ცხარე კერძების რეგულარული მიღება ამაღლებს განწყობასაც ენდორფინების ხარჯზე, რაც ორგანიზმის საერთო „გახურების“ დროს გამოიყოფა.



































































