“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, სენაკში დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები “არქიმედეს”კლინიკაში გადაიყვანეს.
წყაროს თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ სხვა კლინიკაში გადაიყვანა.
“საშინელება ხდება… ერთ-ერთი მძიმედაა”, _ ამბობს წყარო.
დამატებით დეტალებს შსს-ში ვაზუსტებთ.































































