ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევამოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველმაისში.
როგორც თვითმხილველები “გურია ნიუსთან” ყვებიან, მოტოცკლი შუახნის ქალბატონს დაეჯახა.
“საშინელება ვნახე. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მძღოლიც დაშავდა. დაშავებულები ძირს ეყარნენ. მათი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის გამო შეფერხება იყო გზაზე”, _ ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.