საბერძნეთში სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა სატვირთო მატარებელს შეეჯახა. შემთხვევა ათენიდან დაახლოებით 380 კილომეტრში, ტემპეს ველთან მოხდა. ეს არის ტერიტორია, რომელიც მაკედონიას და თესალიას ჰყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 85 დაშავდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 40-მდე სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული, დაშავებულებს მედიკოსები ეხმარებიან.
როგორც ცნობილია, მგზავრებს შორის სტუდენტებიც იყვნენ.
“ეს არის საშინელი ტრაგედია, რომლის აღქმაც ძნელია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მინა გაგამ.
შეჯახების შესაძლო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. პოლიციაში რკინიგზის ორი თანამშრომელი დაკითხეს, მაგრამ ისინი არ დაუკავებიათ.