სენაკში 22 წლის ახალგაზრდას გლოვობენ – ალიკა ლაკია 25 აპრილს, მძიმე ავარიას ემსხვერპლა. “საშინელი ტრაგედია ტრიალებს…. 22 წლის სამხედროს ზეგ დაკრძალავენ. პატიოსანი ბიჭი იყო…. რამდენი გეგმა დარჩა შესასრულებელი.
ალიკა არ იმსახურებდა ასეთ საშინელ სიკვდილს”, _ წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობი-ფოთის გზაზე მოხდა. ავტომობილი, რომელსაც ალიკა ლაკია მართავდა, მეორე ავტომობილს შეეჯხა და ცეცხლი გაუჩნდა.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ამასთან, მძიმედ დაშავდა მეორე ავტომობილში მყოფი ერთი პირი.































































