საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ბარნაბიშვილის განცხადებით, გურიაში, სტიქიის ზონაში, თხოვნისა და საშიშროების არსებობის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა სახლების დატოვებაზე უარი განაცხადა.
“მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მესამე ცხედარი, სამწუხაროდ სტიქიის შედეგად სამი გარდაცვლილი გვყავს. მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. როგორც ვიცი სახიფათო ადგილებიდან 50 ოჯახზე მეტია გამოყვანილი. ვაგრძელებთ მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაყვანას.
ასევე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად თხოვნისა და გაფრთხილებისა ზოგიერთ ადგილებში, სადაც ვიზუალურადაც იყო საშიშროება გაჩერების, მოსახლეობამ უარი განაცხადა გამოსვლაზე და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ვინაიდან კიდევ არსებობს საშიშროება ამინდის გაუარესების მაქსიმალურად შევეცადოთ და უსაფრთხო ადგილას გამოვიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი პირობები”,_ განაცხადა ბარნაბიშვილმა.