მსოფლიოში აღიარებულია ხუთი საშობაო ბაზარი ევროპაში:
- ნიურნბერგი (გერმანია)_ ამ ქვეყანას საშობაო ბაზრობების სამშობლოსაც ეძახიან. ბაზრობები ნოემბრის ბოლოდან იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. ქუჩებზე, მოედნებზე, გაცხარებული ვაჭრობაა გაჩაღებული. საშობაო ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გულის ფორმის ტკბილეული და შავი ქლიავის ფიგურებია.
- კოპენჰაგენი (დანია) _ საშობაო ბაზრობა აქ ქალაქის ყველაზე დიდ პარკში – ტივოლში იმართება. უზარმაზარი ბაზრობა საგანგებოდ ირთვება და ძალიან ლამაზია. ბავშვებისთვის იდგმება ატრაქციონები. ადგილობრივი თოვლის პაპა – იულემანდენა პატარებს ტკბილეულს ურიგებს.
- ვენა (ავსტრია) _ აქ საშობაო ბაზრობა ვენური ვალსების თანხლებით ტარდება. საახალწლო ღონისძიებებში ჭარბობს კლასიკური მუსიკის კონცერტები. იყიდება სუვენირები და ტკბილეული. ვენური ვაფლი – საგანგებოდ დაფარული შაქრითა და შოკოლადით.
- სტრასბურგი (საფრანგეთი) _ საახალწლოდ ბაზრობების მოწყობის ტრადიცია ამ ქალაქში სათავეს 1570 წლიდან იღებს. ათასგვარი ნუგბარი და სუვენირებით ვაჭრობა 12 მოედანზეა გაშლილი. მთავარი ბაზრობა, უზარმაზარი, საშობაო ნაძვით შუაგულში, ქალაქის ცენტრში, კათედრალური ტაძრის წინ იმართება.
- ნეაპოლი (იტალია)_ საშობაოდ ქალაქში ყველაზე პოპულარული ადგილია. სან-გრეგორიოს ქუჩა. ყოველ წელს ნეაპოლიტანელები აქ მიდიან, რათა ერთი ფიგურა მაინც აუცილებლად იყიდონ, სახლში ქრისტეს შობის დეკორაციის მოსაწყობად. ეს ტრადიციაა. პატარა ჯიხურებში ჭეშმარიტად დიდი ოსტატობით შესრულებული პატარა შედევრები იყიდება.
ავტორი