BBC-ის ინფორმაციით, ამერიკელი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებული მოგზაურობა ხელს შეუწყობს ომიკრონის შტამის გავრცელებას სრულად ვაქცინირებულ პირებს შორისაც კი.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირის ინფიცირების შემთხვევაში სხვაობა ვირუსის გადატანის სიმძიმეშია.
ექიმმა ფაუჩიმ თქვა, რომ ადამიანებს სჭირდებათ სიფრთხილის ზომების მიღება, როგორიცაა სახის ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცია.