საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1069.1 ლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
სამეწარმეო სფეროში ხელფასი გაზრდილია 12.9 %-ით და 1143.5 ლარია. რაც შეეხება არასამეწარმეო სფეროს, აქ მატება მხოლოდ 1.3 %-ია და 942,7 ლარს უტოლდება.