აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა რონალდ ფრიდმანმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ლუდზე, ღვინოზე ან არაყზე ფიქრიც კი შეიძლება ადამიანის აღქმას „ათრობდეს“ და მის სექსუალობაზეც მოქმედებდეს.
ალკოჰოლი, როგორც ცნობილია, ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.
ზოგიერთისთვის დალევა აღმგზნები საშუალებაა, ზოგს კი პირიქით, სექსუალურად აცივებს.
ცნობილია ასეთი ეფექტიც: სპირტიანი სასმელის ზემოქმედების ქვეშ ადამიანს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები უფრო მიმზიდველად ეჩვენება.
ფრიდმანმა ექსპერიმენტისთვის 80 ახალგაზრდა მიიწვია. დასაწყისში მოხალისეები გამოჰკითხეს, თუ როგორ მოქმედებს მათ სექსუალურ ენერგიაზე სასმელი, შემდეგ კი ორ ჯგუფად გაყვეს და კომპიუტერების წინ დასვეს.
პირველი ჯგუფის წევრების ეკრანებზე ლუდთან, ვისკთან, მარტინთან და ღვინოსთან დაკავშირებული სიტყვები და რეპლიკები ჩნდებოდა, მეორე ჯგუფთან კი მხოლოდ „ჩაი“ და „ყავა“ იწერებოდა.
სეანსის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს 1-9 სკალის მიხედვით 20 ფოტოგრაფიაზე გამოსახული ქალბატონების მიმზიდველობის შეფასება მოსთხოვეს.
მოხალისეებმა, რომლებსაც მანამდე ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებულ სიტყვებს აკითხებდნენ, უფრო მაღალი ქულებით შეაფასეს ქალბატონები, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ ჩაისა და ყავაზე „გადაატარეს“.