კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ, გურიის მოსახლეობა დაინტერესებულია, ეხება თუ არა შეზღუდვები ღია აგრარულ ბაზრებში ვაჭრობას. თემასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
როგორც აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ გვითხრა, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები ამ ეტაპზე მუშაობას არ წყვეტს.
„შეზღუდვები სასოფლო–სამურნეო ბაზრობებზე არ დაწესებულა“, _ ამბობს ლომჯარია.