ძალიან სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება სუპერგმირის გადასარჩენად!
იოანა 6 წლის არის, ბათუმიდან!
დიაგნოზია თავის ტვინის ღეროს დიფუზური გლიომა.High Grade glioma
გადაწყდა რადიოთერაპის პარალელურად ორალური და ინტრავენური ქიმიოთერაპიის კურსი
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 კვირა და შემდგომ საკონტროლო კვლევით შემუშავდება მოქმედების შემდგომი ტაქტიკა.
მკურნალობას გადის აჯიბადემის კლინიკაში.
პირველ ეტაპზე დაანგარიშებით საჭირო თანხა 26 000 დოლარს შეადგენს და ოჯახს შესაბამისი ფინანსები არ აქვს.
იცით იოანა განსაკუთრებული გოგო რატომ არის? იმიტომ, რომ ცუგებზე შეყვარებული კეთილი გოგოა! მისი ოცნებაა ცხოველებისთვის ღირსეული თავშესაფრის შექმნა.
#მართასსახელით იოანას დავუდგეთ გვერდში რომ უწყვეტად შეძლოს მკურნალობა და ბრძოლა სიცოცხლისათვის! _ იონას შესახებ ინფორმაციას საქველმოქმედო ჯგუფი “მართას სახელით” ავრცელებს.
მითითებულია ანგარიშის ნომრებიც, რომელზეც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
მიმღები: დედა, თამარ ქათამაძე