ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ბიჭი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ეკიპაჟის წევრებმა ქალბატონი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.
ექიმი ქრისტინა დანელია: “ბიჭი რამდენიმე წუთში დაიბადა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ბევრჯერ დაგვიბრუნებია სიცოცხლე, ბევრი პაციენტი გადაგვირჩენია, თუმცა როცა ახალი სიცოცხლე იბადება, თანაც შენი მონაწილეობით, ეს გრძნობა – შეუდარებელია”.
„ვულოცავ ახალშობილის ოჯახის წევრების ამ ბედნიერ წუთებს. ჩვენს ექიმს – ქრისტინა დანელიას, ექთანს – ციური ჯანჯღავას და მძღოლს, რაფიელ ჭანტურიას, მადლობას ვუხდი გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის!“_ წერს თალაკვაძე.