სიდნეიში მდებარე სასტუმრო PULLMAN-ში ტოქსიკურმა გაზმა გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევის გამო სასტუმროში მყოფი 30 ადამიანი დაშავდა. მათ თვალების წვა, სუნთქვითი პრობლემები და ყელის წვის შეგრძნებები ჰქონდათ.
როგორც ცნობილია, 8 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელია.
გავრცელებული ცნობით, შენობაში გაზის გაჟონვა საჰაერო კონდიცირების სისტემიდან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროს თანაშმრომელმა შემთვევით აურია აუზის ქლორი და მარილმჟავა, რომელსაც დასასუფთავებლად იყენებენ.
მომხდართან დაკავშირებით სასტუმროს მფლობელს კომენტარი არ გაუკეთებია.