დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ცეტრის წარმომადგენელი გურიაში, არჩილ მჟავია ამბობს, რომ სასტუმრო პარაგრაფში ეპიდვითარების კუთხით სიმშვიდეა.
„ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია სასტუმრო პარაგრაფის თანამშრომლის ინფიცირების შესახებ, თუმცა, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. იქ არის სრული სიმშვიდე. სასტუმროს 3-მა თანამშრომელმა გაიკეთა ტესტი ქობულეთში, რადგან 26-31 რიცხვამდე მათთან ერთად ცხოვრობდა პიროვნება, რომელმაც შემდეგ წაიყვანა ბათუმიდან თბილისში ცოლ-შვილი და სადღაც 4 რიცხვში მოხვდა ინფექციურში და ტესტის პასუხი დადებითი აღმოაჩნდა. ამიტომ ტესტი ჩაიტარეს მასთან კონტაქტში მყოფმა პირებმა. დღეს ველოდებით პასუხს. სიმშვიდეა პარაგრაფში. ხალხი ისვენებს“,_ გვითხრა მჟავიამ.