ბათუმში, სასტუმრო „L ბაკურში“ ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.
ხანძარი, სავარაუდოდ, შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულებზე ინფორმაცია სამსახურში არ შესულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.
წყარო: ბათუმელები