დეკანოზი გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის შესახებ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
6 ნოემბერს, მამა გიორგი სხილაძემ თქვა, რომ ემუქრებიან და პროკურატურას საჯაროდ მიმართა.
5 ნოემბერს საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ, მეუფე ზოსიმე 1988 სასულიერო სემინარიის სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. იმ დროს ზოსიმე სემინარიის დირექტორი იყო. მეუფე ზოსიმემ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.